logo
ENG



მელია: "ოცნებას" მოუწევს დათმობაზე წამოსვლა

06 დეკ 202017:08
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას დათმობაზე წასვლა მოუწევს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თავად მმართველ გუნდშიც კი აღიარებენ, რომ პოლიტიკური კრიზისი შექმნეს.

"ოცნებას, როგორც სუბიექტს, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება, მოუწევს დათმობაზე წამოსვლა. ისინიც კი უსწორებენ რეალობას თვალს. რა გგონიათ, ისინი ვერ ხვდებიან, რომ პოლიტიკური კრიზისი შექმნეს? უბრალოდ საჯაროდ, თქვენი თანდასწრებით ამის აღიარება არ უნდათ იმიტომ, რომ რაღაცა ციური მანანას იმედი აქვთ და ჰგონიათ, რომ თავისით გადაწყდება და მოხდება ამ პრობლემის მოგვარება", - განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებაა.

"თუ ქვეყანაში ახალი არჩევნები არ ჩატარდა, ეს კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება და გაღრმავდება, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ. ეს ხელისუფლება არის ანტიკონსტიტუციური, ქართულმა ოცნებამ მიიტაცა ხელისუფლება, მას არ მოუგია არჩევნები, დაიწერა და შესაბამისად, არავინ აპირებს ამ მოცემულობას შეეგუოს, არავისში ოპოზიციას ვგულისხმობს. ან ვუკანონებთ მოპარულ არჩევნებს ივანიშვილს ან ის გახდება იძულებული, ჩაინიშნოს ამ ქვეყანაში არჩევნები უახლოეს პერიოდში, სხვა გამოსავალი არ აქვს", - აღნიშნა მელიამ.

ლელოს ოფისში ოპოზიციის მორიგი, საკონსულტაციო შეხვედრა იმართება.


close დახურვა